„ეკოპოლისი“ „ეკომეგობრული“ ავტომობილებისთვის

სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, იწყებს ეკოკამპანიას. ასევე, შეიქმნა „ეკოისტების მოძრაობა“, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებასა და გააქტიურებას ჰაერის ხარისხის პრობლემებთან დაკავშირებით.

 საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% გამოწვეულია სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვით, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს გაუმართავი და მოძველებული ავტოპარკი: ”ავტოპარკის ”დაძველების” პირველი მიზეზი ცხადია არის ეკონომიკური მდგომარეობა. თუმც ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყნებშიც არსებობს სტრატეგია, რომელიც მიმართულია ამგვარი პრობლემების მოგვარებისკენ - იქნება ეს შეღავათები საკანონმდებლო დონეზე მეტ-ნაკლებად ახალი მანქანებისათვის, შეღავათები დაკრედიტებაზე და სხვა. ამ ქვეყნების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი სტრატეგია საკმაოდ წარმატებულადაც მოქმედებს”, აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ.

აღსანიშნავია, რომ კამპანია აქტიურად იყენებს ფონდის მიერ განხორციელებული ორი პროექტის მონაცემებს: სუფთა ჰაერი საქართველოსთვის მონაცემთა ბაზას haeri.ge   და საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში (GFEI)  

ავტომანქანის „ეკომეგობრულობის“ დასადგენად საჭიროა ვებგვერდზე www.ecoist.ge   შესვლა, ავტომობილის მონაცემების შესახებ კითხვარის შევსება. თუ დადგინდება, რომ თქვენი მანქანა „ეკომეგობრულია“, თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას მანქანის დაზღვევაზე „ჯი-პი-აი ჰოლდინგისაგან“, ასევე მოხვდებით გათამაშებაში, სადაც შეგეძლებლობა გექნებათ მიიღოთ სხვადასხვა საჩუქარი: ეკოტური ამსტერდამში - 2 ადამიანზე, „კლუბ 71“-ის ვაუჩერი, ველოსიპედი, უიქ-ენდი ყაზბეგში, სასუტმრო „რუმსში“ და სხვა ეკოპრიზები. თუმცა გამარჯვების გარეშეც დაზღვეულები გარანტირებულად მიიღებენ „სითი პარკის“ ერთწლიან ვაუჩერს, „ვაინორის“ 50 %-იან ფასდაკლების ბარათს და სხვა საჩუქრებს.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.