ჰაერის ხარისხის საზომი სენსორები "თბილისის ღია უნივერსიტეტში"

პროექტის "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" ფარგლებში, "თბილისის ღია უნივერსიტეტში"  ჰაერის გამზომი სენსორული აპარატი  დამონტაჟდა. ჰაერის დაბინძურების მონაცემები სპეციალურად შექმნილ მსოფლიო რუქაზე (http://airqualityegg.com)  განთავსდება, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. სულ მალე კი ყველა სენსორის მიერ მიღებული მონაცემები ქართულ საიტზეც განთავსდება. საქართველოს მასშტაბით უვკე 27 ჰაერის საზომი სენსორია დამონტაჟებული.
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" მოსახლეობის ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. პროექტის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით ჰაერის კონტროლის, მოქალაქეების განათლებისა და ადვოკატირების გზით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროექტი შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან, ესენია სკოლებში ეკო-კლუბების მოწყობა და ბავშვების ჩართვა ჰაერის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, და ჰაერის ხარისხის საზომი სენსორის დამონტაჟება სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას და შექმნის საინფორმაციო ბაზას.
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაციების "ელვა" და "ეკო ვიჟენის" ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.