ხილვადობის ღონისძიება მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიან   აჭარაში, სოფელ სხალთაში, ფონდმა „პარტნირობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“,  პროექტის „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემი“ ფარგლებში, გამართა საგზაო უსაფრთხოებისა და ხილვადობის მნიშვნელობის შესახებ ღონისძიება.

ღონისძიების დროს, ფონდის წარმომადგენლებმა მოსავლეებს გააცნეს თუ როგორ უნდა იმოძრაონ გზაზე ღამით, როდესაც ხილვადობა დაბალია. ასევე,  მათ ჩაუტარდათ პრაქტიკული საჩვენებელი გაკვეთილი ხილვადობის შესახებ. ღონისძიების ბოლოს სხალთის სკოლის მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო მასალები,  რეფლექტორები და ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვებს სპეციალური უსაფრთხოების ჟილეტები დაურიგდათ.

პროექტი „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემი“  ხორციელდება კომპანიასთან  „აჭარისწყალი ჯორჯია“ თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.