ხილვადობის პრაქტიკული ჩვენება კამპანიის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ ფარგლებში

ხილვადობის პრაქტიკული ჩვენებები ეწყობა E-60 თბილისი-ფოთი გზის მაგისტრალზე მიმდებარე სკოლებში. აქტივობები ეწყობა კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთზე. კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  მიზანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე საგზაო ავარიების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რიცხვის შემცირება.

ხილვადობის პრაქტიკული ჩვენებების დროს, ბავშვები ეცნობიან ხილვადობის მნიშვნელობასა დღის ბნელ და ღამის მონაკვეთში. ბავშვებს დაურიგდათ სპეციალური ამრეკლი საშუალებები - რეფლექტორები, რომლის მეშვეობითაც ფეხითმოსიარულე მძღოლისთვის ხილული ხდება 200-300 მეტრის მანძილზე.

კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  ხორციელდება პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“   ფარგლებში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.