შეხვედრა, სემინარი და მსვლელობა GAU-ში

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი  გაუ  სტუდენტებთან ეთად შეუერთდა გაეროს მეოთხე გლობალურ საგზაო უსაფრთხოების კვირეულს „#შეანელე“ (#SlowDown)  რომლის ფარგლებშიც,  სტუდენტებმა  ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და "საქართელოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" წარმომადგენლებთან ერთად მოაწყეს მსვლელობა  ზებრა გადასასვლელებზე  და ასევე მძღოლებს დაურიგეს სხვადასხვა საინფორმაციო მასალა, რის შემდეგაც  ფონდის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეზოში  მოწყობილ საგზაო უსაფრთხოების სიმულატორებთან გადაინაცვლეს და  საკუთარ თავზე გამოსცადეს  მანქანის გადატრიალების თუ შეჯახების შეგრძნება, დარწმუნდნენ  ღვედის აუცილებლობაში და იმაში, თუ რამდენად დეზორიენტირებულია ნასვამი ადამიანი, შეხვედრის დასასრულს ასევე გაიმართა უნივერსიტეტის დარბაზში სემინარი-დისკუსია, რომელშიც საზოგადოებისთვის  ცნობილმა ადამიანებმაც  მიიღეს მონაწილეობა.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.