შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში შედეგები და განვითარების პერსპექტივები“ იქნა წარმოდგენილი. ღონისძიება გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მისი მხარდამჭერი იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის, რომელიც ეხებოდა ბავშვთა უსაფრთხოების სავარძლების თემას. ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის წარმომადგენელმა გელა კვაშლავამ პრეზენტაცია გააკეთა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ გაეროს რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების სფეროში, საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, სიჩქარის კონტროლის მექანიზმები, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არსებული რეკომენდაციები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.