შეხვედრა ოზურგეთში

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა მედიისა და საზოგადოების ნაწილს შეხვდა. ბატონმა გელამ ოზურგეთში არსებულ საგზაო უსაფრთხოების პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

გელა კვაშილავამ დამსწრეებს  ქალაქის საგზაო ინფრასრტრუქტურის მისეული გეგმა წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ოზურგეთში დამონტაჟდეს შუქნიშნები და გამოიყოს ქვეითებისთვის უსაფრთხო სავალი ნაწილი.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.