შეხვედრა მსოფლიო ბანკის ოფისში

27 სექტემბერს, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიიწვიეს მსოფლიო ბანკის ოფისში გამართულ შევხედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  წარმომადგენლები. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო შემუშავებულიყო სამომავლო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით.
შეხვედრის მსვლელობისას, მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია საგზაო უსაფრთხოების კუთხით, საგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები და შედეგები. განხილული იყო პრობლემა, რომელიც უკავშირდება საგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მონაცემთა ბაზების შექმნას. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს უახლოესი სამოქმედო გეგმის შესახებ, დასახეს კონკრეტული საქმიანობები, რომელიც მიმართული იქნება აღნიშნული პრობლემების გადაჭრისაკენ. აღნიშნულ პროცესში ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" აქტიურად მონაწილეობს.
შეხვედრა ორგანიზებული იყო მსოფლიო ბანკისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.