შეხვედრა თბილისის მოზარდთა სახლში

ფონდის  „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლები თბილისის მოზარდთა სახლში სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრ მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩატარდა და საგზაო უსაფრთხოებას ეხებოდა.

ფონდის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარეს, შემდეგ კი მათთან ერთად მიმოიხილეს ის ძირითადი პრობლემები, რაც მოზარდებს აწუხებთ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და, იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ თაობასთან ერთად აუცილებლად შევძლებთ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.