შეხვედრა დონორ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

3 ოქტომბერს ,,სიდას" ოფისში გაიმართა შეხვედრა დონორ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელსაც ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დონორებს დაფინანსებული პროექტების ძირითადი მიღწევები და გამოწვევები გააცნეს.

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაცაა „მეგობრული გზები’’, ასევე გააცნეს პროექტის მიზნები და ამოცანები.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და რეგიონულ დაგეგმარებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა - II ეტაპი“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დადაფინანსებულია შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.