ქართველი ავტომრბოლელები გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულს შეუერთდნენ

14 მაისს, ქალაქ რუსთავში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი წრიულ რბოლაში ლეგენდის, ფორმულა-ალფას, მონოკლასის და GT კლასში. ფონდის წარმომადგენლების ინიციატივით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ხელმძღვანელობა, რბოლაში მონაწილე ქართველი და უცხოელი ავტომრბოლელები გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეორე კვირეულის კამპანიას შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ გაეროს მეორე კვირეული ფეხითმოსიარულეების უსაფრთხოებას და მათი უფლებების დაცვას ეძღვნება.
6-12 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება მსვლელობები. ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გეგმავს სხვადასხვა ღონისძიების გამართვას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. კვირეულის ძირითადი მესიჯებია "მე ფეხითმოსიარულე ვარ!", "მე ფეხით დავდივარ!" და "ჩვენი მიზანია უსაფრთხო გზები ყველასთვის!".

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.