ფონდისა და BP-ის ერთობლივი ტრეინინგები

ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და კომპანიამ "BP საქართველო" საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე ერთობლივი  ტრეინინგების ჩატარება დაიწყო. ტრეინინგები მიმდინარეობს სხვადასხვა დღის ცენტრებში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვები სწავლობენ. პირველ ეტაპზე მაისის თვეში ფონდისა და BP-ს წარმომადგენლები დღის ცენტრ "ციცინათელას" სტუმრობენ.
ტრეინინგები მოიცავს ოთხ ეტაპს. ყოველ ტრეინინგზე ბავშვები ეცნობიან საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა თემას. ისინი სწავლობენ თეორიულ მასალას სახალისო პრეზენტაციების მეშვეობით, უყურებენ საგანმანათლებლო ფილმებს. მოსწავლეები ასევე ჩაერთნენ სახალისო ხატვის კონკურსში, სადაც ევალებათ საგზაო უსაფრთხოების თემაზე ნახატების შექმნა. საუკეთესო ნაშრომის შემქმნელები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო საჩუქრებით. ხატვის კონკურს კოორდინირებას უწევს ცნობილი ქართველი მხატვარი ზაალ სულაკაური.
ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და კომპანია "BP საქართველო" მომავალშიც გააგრძლებს სხვა დღის ცენტრებში სტუმრობას.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.