ფონდისა და BP-ის ერთობლივი ტრეინინგები დასრულდა

16 მაისს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და კომპანიის "BP საქართველო" ერთობლივი ტრეინინგები საგზაო უსაფრთხოების თემაზე საზეიმოდ დასრულდა. ტრეინინგები ჩატარდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ღონისძიებაზე მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა. ორ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა სამ-სამი გამარჯვებული.  ფონდისა და BP-ის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს გადასცეს  საჩუქრები. ნახატები მომზადებული იყო საგზაო უსაფრთხოების თემაზე.
ტრეინინგები მოიცავდა ოთხ ეტაპს. თითოეულ ტრეინინგზე ბავშვები გაეცნენ საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა თემას, შეისწავლეს თეორიული მასალა სახალისო პრეზენტაციებისა და საგანმანათლებლო ფილმების მეშვეობით. ყველა ბავშვმა მიიღო სამახსოვრო საჩუქრები.
ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და კომპანია "BP საქართველო" უახლოეს მომავალში გეგმავს ბავშვებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობას.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.