ფონდის წარმომადგენელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

15 მაისს, ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი, TRACECA-ს საგზაო უსაფრთხოების პროექტის რეგიონალური კონსულტანტი გელა კვაშილავა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „EASST-ის“ (www.easst.co.uk) განვითარებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი სამბუკი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს ილიას ჩილოღლუს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროექტების განხორცილების ერთობრივი გეგმის შემუშავება. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კონფერენციების და სამუშაო შეხვედრიების ორგანიზება.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.