ფონდის წარმომადგენელი გადაცემაში „დილა ობიექტივში“

16 ნოემბერს, გადაცემაში „დილა ობიექტივში“ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელმა გელა კვაშილავამ.

გადაცემაში განიხილეს საქართველოში უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობა, ამ კუთხით არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები. ასევე, ისაუბრეს გაეროს 2020 წლის პროგრამაზე, რაც მიზნად ისახავს  2020 წლისთვის საგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის შემცირებას.

გადაცემაში აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მეტი  ყურადღება დაუთმოს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს, რათა შემცირდეს საგზაო შემთხვევებისა და სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელი.

 http://www.obieqtivi.net/tv.php?id=24074
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.