ფონდის პროექტების კოორდინატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების წევრად აირჩიეს

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტების კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების 2017 პროგრამის“ მონაწილედ იქნა შერჩეული, რომლის ფარგლებშიც 30 ოქტომბერს, ქალაქ კიევში, ლიკა მერაბიშვილი საორიენტაციო შეხვედრას დაესწრება.

პროგრამის მონაწილეობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები თბილისში ველოსიპედის პოპულარიზაციასა და საგზაო უსაფრთხოებას დაეთმობა.  

აღნიშნული პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგზარდების სამოქალაქო აზროვნებისა და ლიდერული უნარების განვითარებას. პროგრამა აგრეთვე მიზნად ისახავს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.