ფონდის დირექტორი ტელეარხ ობიექტივზე

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია იყო გადაცემის „დღის სტუდიის“ სტუმარი ტელეარხ ობიექტივზე. გადაცემის მთავარი თემა იყო საგზაო უსაფრთხოების შესახებ სტატისტიკა და გლობალური გამოწვევები. მან ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ კამპანიებზე, მათ შორის, ნაავარიები მანქანების ინსტალაციებზე, რასაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  ირაკლი იზორიამ ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ავტომობილების უსაფრთხოების, ადამიანების ცნობიერების მნიშვნელობაზე. მან განიხილა არსებული გამოწვევები და წარმოადგინა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მაგალითები მათ აღმოსაფხვრელად.
https://www.myvideo.ge/v/3778804

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.