ფონდის დირექტორი stv.ge-ს პირდაპირ ეთერში

26 ივლისს, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ბატონი ირაკლი იზორია stv.ge-ს პირდაპირ ეთერში გადაცემაში "მაქსიმალური სიჩქარე" მიიწვიეს. გადაცემის თემა იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.
გადაცემის პერიოდში განხილული იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"  მიერ განხორციელებული პროექტები და წარმატებები. გადაცემის წამყვანმა და სტუმარმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე, როგორიცაა სიჩქარე, ნასვამობა, ფეხითმოსიარულეთა და ბავშვთა პრობლემები, ცნობიერების ამაღლება და სხვა. ფონდის წარმომადგენელმა საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემები და მისი ანალიზი გააცნო. ასევე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგები ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ.
გადაცემა მიმდინარეობდა საღამოს ცოცხალ ეთერში ერთი საათის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმით. გადაცემის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიერ შექმნილი სოციალური სარეკლამო რგოლები. ფონდმა ტელევიზიას საჩუქრად გადასცა მის მიერ შექმნილი საგზაო უსაფრთხოების შესახებ ფილმები, რომლებიც ეტაპობრივად გავა აღნიშნული ტელევიზიის ეთერით.
გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ: http://www.youtube.com/watch?v=s-RS-z0srKw

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.