ფონდის დამფუძნებელი ტელეარხ ერთსულოვნებაზე

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა იყო გადაცემა განთიადის სტუმარი ტელეარხ ერთსულოვნებაზე. გადაცემის მთავარი თემა იყო შშმ პირების ხელმისაწვდომობის პრობლემა ტრანსპორტზე. გელა კვაშილავამ შეაფასა არსებული მდგომარეობა. აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა არ არის მორგებული შშმ პირების საჭიროებებს. დამტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტები, თუმცა მას ფორმალური ხასიათი აქვს. მისი აზრით აუცილებელია სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა აღმოიფხვრას ბარიერები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს, უნდა იქნეს გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები. 

https://www.facebook.com/mkholodkartulirustavi2/videos/2313870962211298/
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.