ფონდის ახალი კამპანია ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ

ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" მონაწილეობა მიიღო პროგრამაში "ადვოკატირება და კომუნიკაცია". ტრეინინგი მიმდინარეობდა ბათუმში. პროგრამის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცეს სწორად დაგეგმოს და განახორციელოს ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საქმიანობა. ფონდი აქტიურად იმუშავებს 12 წლამდე ბავშვის საგზაო უსაფრთხოების კუთხით, კერძოდ კი კანონში ბავშვების ავტომობილში წინ დასმის აკრძალვისა და ბავშვთა სავარძლის გამოყენების შესახებ ცვლილებების შემუშავებაზე.
პროგრამის ფარგლებში, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" გეგმავს სხვადასხვა სახის ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საქმიანობის განხორცილებას. კერძოდ, გამოცხადდება კონკურსი 30-60 წამიანი ვიდეოს მომზადებაზე ბავშვთა სავარძლების გამოყენებასა და პოპულარიზაციის შესახებ. ასევე მოხდება ბავშვთა სპეციალური სავარძლების გადაცემა ახალდაბადებული ბავშვის დედებისთვის. დარიგდებაა სპეციალური საინფორმაციო ფლაერები ბავშვთა დამჭერი სავარძლების გამოყენების წესებსა და საჭიროებაზე.
აღნიშნული კვლევა ხორციელდება პროგრამის "არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება" ფარგლებში. პროგრამა მომზადდა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ თომსონ როიტერის ფონდსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.