ფონდის "პარტნიორობა საგზო უსაფრთხოებისთვის" წარმომადგენელი რადიო გადაცემაში "ავტოქალაქი"

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" წარმომადგენელი "რადიო ქალაქის" ერთ-ერთ გადაცემაში "ავტო ქალაქი" მიიწვიეს. გადაცემა, რომელიც დაახლოებით ერთი საათი მიმდინარეობდა, მიეძღვნა საქართველოში არსებულ საგზაო უსაფრთხოების პრობლემებს.
გადაცემისას მიმოხილული იყო საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ცვლილებები, უახლოესი სტატისტიკა, მნიშვნელოვანი მოვლენები, ფეხითმოსიარულეების, ბავშვთა და სხვა საგზაო მონაწილეების პრობლემები. გადაცემის წამყვანმა და მისმა სტუმარმა ასევე ისაუბრეს გაერთიანებული ერების მეორე გლობალურ საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიაზე, რომელიც წელს ფეხითმოსიარულეთა პრობლემებს ეძღვნება. კვირეული, რომლის სლოგანებია "მე ვარ ფეხითმოსიარულე...", "მე ფეხით დავდივარ...", ჩატარდება 6-12 მაისს. აღნიშნულ კამპანიაში ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და გადაცემა "რადიო ქალაქი" მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობასა და ერთობლივი გადაცემების მომზადებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.