ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და CENN-ის ორგანიზებით თბილისში საავტომობილო საწვავის ეკონომიის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

27 და 28 მაისს, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" (PfRS) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN–ის ორგანიზირებით, თბილისში  საერთაშორისო კონფერენცია საწვავის ეკონომიის საკითხზე გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები შეიკრიბნენ რათა განეხილათ საწვავის ეკონომიისა და CO2–ის ემისიების შემცირების გზები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
კონფერენცია ორგანიზებული იქნა საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივის (GFEI) ფარგლებში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდის "პარტნიორობა საზგაო უსაფრთხოებისთვის" და CENN-ის  თანამშრომლობით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით.
GFEI ხელს უწყობს დებატებსა და დისკუსიებს საწვავის ეკონომიის საკითხის ირგვლივ. მის ფარგლებში დაწყებულია კამპანია "50–50–ზე", რომელიც 2050 წლისთვის ავტომობილების მიერ გამოყოფილი CO2–ის ემისიების განახევრებას ისახავს მიზნად. ინიციატივის ფარგლებში უკვე განხორციელებულია რიგი ღონისძიებები, როგორიცაა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით საქართველოში საწვავის ეკონომიის სამომავლო პროგნოზირების შექმნა. ინციტიატივის ერთ–ერთი შედეგი საქართველოსთვის საწვავის ეკონომიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება იქნება, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცბლად. კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეთა მიერ წარდგენილი რეკომენდაციები და წინადადებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
სამხრეთ კავკასიაში საავტომობილო საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიეთ ოფიციალურ ვებ–გვერდს:

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.