ფონდი თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ პროექტს განახორციელებს

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ პროექტს განახორციელებს. პროექტის მიზანია გზის მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევა და ველოტრანსპორტის პოპულარიზაცია თბილისში.

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის ფარგლებში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს. მერიის კომისიამ „საქართველოს მწვანე ავტოკლუბის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ორგანიზაციის „იარე ფეხით“ მიერ წარმოდგენილი იდეები მოიწონა.

ქალაქის მთავრობამ მხარი დაუჭირა პროექტებს, რომლებიც კვლევების, ტრენინგების, ვიდეორგოლებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით საგზაო უსაფრთხოების, მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ, მოძრაობის წესების დაცვის საკითხებში საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

 http://tbilisi.gov.ge/news/2994

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.