ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" შეუერთდა აღმოსავლურ პარტნიორობას

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"  შეუერთდა აღმოსავლური პარტნიორობის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს. პარტნიორობის მიზანია ევროკავშირის მიერ ინიცირებული მიზნების განხორციელება. წევრი ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს  საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებას.
ფონდის  "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიზანია უზრუნველყოს საქართველოს სატრანსპორტო სისტემა სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვის კუთხით, რომელიც აქტიურად იქნება მიმართული საგზაო მოძრაობის მონაწილეებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვისკენ. ფონდი გეგმავს ითანამშრომლოს ევროკავშირის ინსტიტუტებთან სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა საქართველიოს მარეგულირებელი და ინსტიტუციონალური რეფორმების გატარება ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით; მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლა, საგზო უსაფრთხოების კულტურის გაუმჯობესება, ახალგზარდებისთვის საგზაო უსაფრტხოების სწავლება; ავტო საგზაო შემთხვევების დროს  დაშავებულთა სასწრაფო დახმარება; სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტის კამპანია; კვლევების ჩატარება, საუკეთესო გამოცდიელბის გაზიარება; და საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სისტემის ჩართვა საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების მოძრაობაში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.