ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" რადიო "კომერსანტის" ეთერში

6 ივნისს, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა რადიო "კომერსანტის" შუადღის გადაცემის "მსმენელის დროით" პირდაპირ ეთერში მიიწვიეს. სადაც მან საგზაო უსაფრთხოების კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, შედეგებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. ასევე მოსახლეობას გააცნო უახლოესი საგზაო შემთხვევების სტატისიკური მონაცემები და ისაუბრა ავარიის ერთ-ერთ ძირითად მიზეზზე - სიჩქარის გადაჭარბებაზე.
ბატონმა გელა კვაშილავამ მსმენელს გააცნო ორი ინოვაციური პროექტი "მეგობრული გზები" და "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში". ორივე მიმდინარე პროექტია და მათი მიზანია  შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა და გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი საქართველოში.
ორივე პროექტი ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიერ ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციებთან "ელვა" და "ეკო ვიჟენთან" ერთობილივი თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.