ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" რადიო "თავისუფლების" ეთერში

13 ივნისს, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავჯდომარე გელა კვაშილავა რადიო "თავისუფლების" გადაცემაში "თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად" მიიწვიეს. გადაცემის ძირითადი თემა საგზაო უსაფრთხოება, ჰაერის დაბინძურება და საგზაო უსაფრთხოების კანონში განხორციელებული ცვლილებები იყო.
გადაცემის პერიოდში განხილული იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"  მიერ განხორციელებული პროექტები და წარმატებები. გადაცემის წამყვანმა და სტუმარმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე, როგორიცაა სიჩქარე, ნასვამობა, ფეხითმოსიარულეთა და ბავშვთა პრობლემები, ცნობიერების ამაღლება და სხვა. ფონდის წარმომადგენელმა საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემები და მისი ანალიზი გააცნო. ასევე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგები ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ.
გადაცემა მიმდინარეობდა ერთი საათის განმავლობაში, ასევე მისი ვიდეო ჩანაწერი კი განთავსდა ფონდის სოციალურ ქსელსა და myvideo-ს პოტრალზე, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.