ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" stv.ge-ს პირდაპირ ეთერში

26 ივნისს, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" წარმომადგენელი stv.ge-ს გადაცემაში "მაქსიმალური სიჩქარე" მიიწვიეს. გადაცემა დაეთმო ბოლო პერიოდში მომრავლებულ ავტო საგზაო შემთხვევებს, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. რამოდენიმე დღის წინ კი ცნობილი ავტომრბოლელი გიორგი თევზაძე გარდაიცვალა.
გადაცემის პერიოდში განხილული იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"  მიერ განხორციელებული პროექტები და წარმატებები. გადაცემის წამყვანმა და სტუმარმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე, როგორიცაა სიჩქარე, ნასვამობა, ფეხითმოსიარულეთა და ბავშვთა პრობლემები, ცნობიერების ამაღლება და სხვა. ფონდის წარმომადგენელმა საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემები და მისი ანალიზი გააცნო. ასევე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგები ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ.
გადაცემა მიმდინარეობდა საღამოს პირდაპირ ეთერში ერთი საათის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმით. გადაცემის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიერ შექმნილი სოციალური სარეკლამო რგოლები. ფონდმა ტელევიზიას საჩუქრად გადასცა მის მიერ შექმნილი საგზაო უსაფრთხოების შესახებ ფილმები, რომლებიც ეტაპობრივად გავა აღნიშნული ტელევიზიის ეთერით.

გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ: http://www.youtube.com/watch?v=cnxPaqBXBjQ

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.