ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ბაქოში გამართულ სესიაზე

3 მაისს, ბაქოში  სესია სახელწოდებით „საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით“ გაიმართა. სესიაზე ერთერთი წარმდგენი ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის’“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა იყო.

სესიაზე განხილული იყო საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები. მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომბლობის შესახებ. სესიის წარმდგენებმა ასევე განიხილეს თემები, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოებაში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, მრავალმხრივი თანამშრომლობა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის, საგზაო უსაფრთხოების კუთხით რეგიონალური ინიციატივები და რეგიონში საგზაო უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.