ფეხითმოსიარულეთა პრობლემები "მაესტროს" ეთერში

მაესტროს დილის გადაცემის ჟურნალისტმა ანუკი კანკიამ საკუთარი სიუჟეტი ფეხითმოსიარულეებსა და მათ პრობლემებს მიუძღვნა.  სიუჟეტში გამოყენებული იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიერ მიწოდებული მასალები და სარეკლამო რგოლები. სიუჟეტის რესპოდენტი კი ფონდის პროექტების კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი იყო.
სიუჟეტის ავტორმა ყურადღება გაამახვილა ყველა იმ დაბრკოლებასა და პრობლემაზე, რასაც ფეხითმოსიარულეები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, როგორიცაა ანტისანიტარია მიწისქვეშა გადასასვლელებზე, გადასასვლელი ხიდების სიმაღლე, ზებრა გადასასვლელთან დამონტაჟებული შუქნიშნები და სხვა. ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრა ფეხითმოსიარულეების უფლებებზე, სად ენიჭებათ გზაზე გადასვლის უპირატესობა და სად უნდა დაუთმონ მძღოლებს. სიუჟეტში საუბარი იყო ინგლისზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწესრიგებულ ქვეყანაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით. სიუჟეტში ყურადღება გამახვილდა ბავშვთა განათლებაზე.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.