ტექნიკური შემოწმება უსაფრთხოებისა და ეკოლოგიისათვის

დღეს არსებული ინფორმაციით, საქართველოში ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო 2017 წლის ბოლოდან გახდება. 2004 წელს საქართველოში ეს რეგულაცია გაუქმდა მისი ფორმალური ხასიათისა და იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ის კორუფციის წყაროდ ჩათვალა. დღეს კვლავ გააქტუალურდა დისკუსია ავტომანქანების სავალდებულო ტექნიკური შემოწმების შემოღების საკითხზე. პროცესი და რეგულაციის შემოღებისთვის მზადება ევროინტეგრაციის პროცესის კვალდაკვალ მიმდინარეობს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში დადიოდეს ავტომანქანები, რომლებიც იქნება უსაფრთხო და გარემოსთვის ნაკლებად მავნებელი? როგორ უნდა მოხერხდეს, რომ პროცედურა არ იყოს ფორმალური და რეალურად გააუმჯობესოს ვითარება? ამ საკითხებზე ნინო გელაშვილი ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ ხელმძღვანელ ვასილ ურუშაძესა და ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეს გელა კვაშილავას.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.