სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში

რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე და გიგა გიგაური, ტრანსპორტის სპეციალისტი. მათ ილაპარაკეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების საკითხებზე. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებისადმი სტრატეგიული მიდგომა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ქვეითებისთვის მეტი მოსახერხებელი სივრცის მოწყობას და ისეთი გარემოს შექმნას, როცა ადამიანები თავად არჩევენ კერძო ავტომანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდომას.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.