სტუმრად გადაცემაში „ღია სტუდია“

9 ნოემბერს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია და პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერი ლიკა მერაბიშვილი რადიო პირველის გადაცემას „ღია სტუდია“ სტუმრობდნენ. პირდაპირი ეთერის მთავარი თემა მიმდინარე საგზაო უსაფრთხოების პროექტი გახლდათ.

საგანმანათლებლო პროექტი თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანსა და აღნიშნულ ქალაქებში დასახლებულ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან საგზაო უსაფრთხოების წესებს, და მიიღებენ უსაფრთხოების აქსესუარებს, რაც მნიშვნელოვანია გზაზე გადაადგილების დროს.

გადაცემის მსვლელობისას, სტუმრებმა ასევე ისაუბრეს ველოსიპედისა და ეკო ტრანპორტის განვითარებასა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ველოტრანსპორტის განვითარების კუთხით.

სრული გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?time_continue=663&v=tN5IOF_iYg8&app=desktop

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.