სემინარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სემინარი "ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი" გაიმართა. სემინარს  სტუდენტები და ველომოყვარულები ესწრებოდნენ. სემინარი ჩატარდა პროექტის „ველო მარგია, ველო კარგია“ ფარგლებში.

სემინარის მიმდინარეობისას დამსწრეებს გაეცნოთ ველოტრანსპორტის შესახებ ინფორმაცია, ნაჩვენები იქნა ფილმი თბილისის ველო ცხოვრებაზე. ასევე მონაწილეებს დაურიგდათ სხვადასხვა საინფორმაციო მასალები.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“ ახორციელებს ერთობლივ პროექტს „ველო მარგია, ველო კარგია!"ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, რომლის მიზანია ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.