სემინარი საგზაო უსაფრთხოების შესახებ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“

6 ოქტომბერს, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ საგზაო უსაფრთხოების შესახებ სემინარი გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის ლექტორებსა და სტუდენტებს საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ესაუბრა ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ქეით მაკმაჰონი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო საკუთარი სამუშაო გამოცდილება, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტროში მიიღო. ასევე, დიდი ბრიტანეთის და EASST-ის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა ემა მაკლენანმა. საქართველოში საგზაო პრობლემებსა და ადგილობრივ ინიციატივების შესახებ ისაუბრა ფონდის წარმომადგენელმა გელა კვაშილავამ. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებსა და ლექტორებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ ექსპერტებისთვის. საგზაო უსაფრთხოებით დაინტერესებული სტუდენტები გაწევრიანდნენ უნივერსიტეტში მოქმედ საგზაო უსაფრთხოების კლუბში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.