საჯარო ლექცია საგზაო უსაფრთხოების თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

5 ნოემბერს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმდჯომარემ გელა კვაშილავამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე "საგზაო უსაფრთხოება და ჩემი სამყარო" გამართა. პრეზენტაციის დროს ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ საგზაო უსაფრთხოების საკითხის განხილვაში და შემოგვთავაზეს თავიანთი ხედვა.
შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს, თუ როგორ  ვუპასუხოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მზარდ პრობლემას. შეხვედრის დროს ახალგაზრდებმა სურვილი გამოთქვეს მიიღონ აქტიური მონაწილეობა საგზაო უსაფრთხოების პრობლემის  გადაწყვეტაში. "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მომავალშიც გააგრძელებს შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით, რათა მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში უსაფრთხო გზებისა და ტრანსპორტის განვითარებას.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.