სახიფათო თამაში

ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ პროექტის ფარგლებში, შეიქმნა მხატვრულ-ანიმაციური ფილმი, რომელიც სპეციალურად თინეიჯერებისთვის დამზადდა.

ფილმში ნაჩვენებია ისტორია, რომელიც სკოლის მოსწავლეს გადახდა თავს. მისი თავგადასავალი შთამბეჭდავი უნდა იყოს თანატოლებისთვის, ალბათ, ნებისმიერი თინეიჯერი მოხვედრილა, ამ ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში, როგორშიც ფილმის მთავარი გმირი აღმოჩნდება. თავისი უპასუხისმგებლო და გაუცნობიერებელი საქციელის გამო ფილმის არასრულწლოვანი პერსონაჟი დიდ საფრთხეს შეუქმნის, როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფთ. მისი დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგად ბევრ ადამიანს მოუწევს სტრესულ და სახიფათო სიტუაციაში მოხვედრა, რის შედეგადაც პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ფილმის ნახვის შემდეგ თინეიჯერები სწორ დასკვნებს გამოიტანენ და გააცნობიერებენ იმ რისკებს, რაც მათ ქუჩაში ავტო-მობილით არასწორად და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მოძრაობისას შეიძლება შეემთხვათ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.