საშობაო ველომსვლელობა

25 დეკემბერს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და ველო კლუბის ორგანიზებით მოეწყო ველომსვლელობა რუსთაველის გამზირზე. მსვლელობის მიზანი გახლდათ ველო პოპულარიზაცია საქართველოში.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციისა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლებმა. ველოსიპედისტებს სანტას ფორმები ეცვათ. მსვლელობის დროს დარიგდა სპეციალური ფლაერები ველოსიპედით უსაფრთხო გადაადგილების შესახებ რჩევებით და ველოსიპედის სტიკერები. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.