საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის ერთობლივი სემინარი თბილისში

 

5-6 აგვისტოს თბილისში საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად ორგანიზებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა, რომელშიც ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მონაწილეობდა. მისი მიზანია პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა და საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიის გამართვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მაღალი რანგის მოხელეები შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო ხარჯების თანდათანობით შემცირებას და გააუმჯობესებს ამ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული გზის მონაკვეთზე არსებულ უსაფრთოხების ხარისხს; გარდა ამისა, ეს პროექტი გაზრდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობებს გზების ქსელის დაგეგმარების, მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით.
მსოფლიო ბანკი ასევე აგრძელებს საავტომობილო გზების სფეროში მოქმედი დაწესებულებების შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას. ეს ახალი პროექტი შეამცირებს მგზავრობის  დროსა და ხარჯებს  და გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას ქვეყნის  მთავარ სატრანზიტო გზებზე.

 

 

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.