სასკოლო გამოფენა

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, 29 ნოემბერს მოაწყო სასკოლო გამოფენა, რომლის მიზანი იყო გამორცეული და საინტერესო სასკოლო პროექტების საზოგადოებისთვის გაცნობა. გამოფენაში სკოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფონდმა  ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“. ფონდმა გამოფენაზე წარმოადგინა ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქცია: მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო, სხვადასხვა თვალსაჩინოებანი, პოსტერები და სპეციალურად  ამ პროგრამისთვის შექმნილი ფილმი. პროექტი ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ ხორციელდება საქართველოს მასშტაბით 48 საჯარო სკოლაში, მასში ჩართჲლია 15 000 -ზე მეტი მოსწავლე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.