საინფორმაციო შეხვედრები ბათუმის უნივერსიტეტში

28 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ "აბროგაცია" პროექტ "მეგობრული გზების" შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრებმა მოიცვეს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, განათლების ფაკულტეტი და ჰუმანიტარული ფაკულტეტი. შეხვედრა გაიმართა ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მხარდაჭერით.
პროექტის "მეგობრული გზები" ფარგლებში შექმნილია ვებ-პორტალი www.megobruligzebi.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "მეგობრული გზები" ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაციის "ელვა" ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.