საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება თბილისსა და რუსთავში

13 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების პროექტი თბილისსა და რუსთავში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ ხორციელდება. პროექტი მიზანად ისახავს საგზაო შემთხვევების შემცირებას საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების საშუალებით.

შეხვედრაზე პროექტის მიზნები, ამოცანები და აქტივობების წარდგენა მოხდა. ასევე, განხილულ იქნა ორი სოციალური ვიდეოს შინაარსი, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდება.

 პროექტი თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანსა და აღნიშნულ ქალაქებში დასახლებულ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან საგზაო უსაფრთხოების წესებს, და მიიღებენ უსაფრთხოების აქსესუარებს, რაც მნიშვნელოვანია გზაზე გადაადგილების დროს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზიის განვითარების ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.