საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება მძღოლებისთვის მაღალმთიან აჭარაში

ფონდმა „პარტნირობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება მაღალმთიან აჭარაში“ ფარგლებში,  საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები ჩაატარა მძღოლებისთვის მაღალმთიან აჭარაში. ასევე, დარიგდდა საინფორმაციო მასალები და რეფლექტორები.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  ტრენინგი ჩაუტარეს მომუშავე მძღოლებს და გააცნეს საქართველოში, კერძოდ მაღალმთიან აჭარაში, არსებული ძირითადი საგზაო რისკები, მათი გამომწვევი ფაქტორები და საზოგადოების, განსაკუთრებით საგზაო მოძრაობის მარეგულირებლების როლი ამ პრობლემების მოგვარების და საგზაო რისკების შემცირების კუთხით. 
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.