საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუდიტი

ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის შექმნაში. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამახურთან შედგა სამუშაო შეხვედრები, ფონდმა სამუშაო ჯგუფს პარტნიორებთან ერთად ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები, შენიშვნები და რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წელს განახორციელა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა საგზაო უსაფრთხოების მართვაში ჩართული უწყებების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის არსებული მექანიზმები, რომლის შედეგადაც იდენტიფიცირებულ იქნა ნაკლოვანებები. დადგენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები შეეხო შემდეგ უწყებებს: საქართველოს მთავრობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემულ ანგარიშში ასახულ იქნა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ მიწოდებული რეკომენდაციები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.