საგზაო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი არასამთავრო ორგანიზაციების მესამე გლობალური შეხვედრა

4-5 აპრილს თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში გაიმართა მსოფლიო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკრება, რათა მხარი დაეჭირათ საგზაო უსაფრთხოების კვირეულისთვის. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო მსვლელობა, შეხვედრას ესწრებოდა ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" წარმომადგენელი.
მესამე გლობალურ შეხვედრას დაესწრო ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ადვოკატირების პროცესში საგზაო უსაფრთხოების კუთხით. მოხდა მონაწილეების მიერ გამოცდიელბის გაზიარება. შეხვედრა მოეწყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საგზაო უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით.
მონაწილეებმა წარადგინეს კონკრეტული გეგმები, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ საგზაო უსაფრთხოების კვირეულის დროს. კვირეული გაიმართება 2013 წლის 6-12 მაისს. კვირეულის განმავლობაში ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" გეგმავს მრავალფეროვანი ღონისძიებებისა და ფართო კამპანიის განხორციელებას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.