საგზაო უსაფრთხოების სემინარი

25 თებერვალს,  სასტუმრო "შენატონ მეტეხი პალასში" საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარი გიმართა. სემინარი მოეწყო ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით. სემინარი ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ჰანს ჰორბახმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გახსნეს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ექსპერტებისა და დაინტერესებული ბიზნეს-პარტნიორების გამოცდილების გაზიარებასა და მსჯელობას, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. სემინარში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჰოლანდიელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. სემინარზე საქართველოში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ნუგზარ გასვიანმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ, ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა, და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტმა ჰანს ხოტხელფმა და პროფესორმა ფრედ ვეხმანმა.
ამავე შეხვედრაზე საგზაო უსაფრთხოების სფეროში წამყვანი ჰოლანდიური კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებზე, საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მენეჯმენტსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
სემინარის დასასრულს კი ევროპის სახლში საგზაო უსაფრთხოების თემისადმი მიძღვნილი გამოფენა "A-დან B-მდე" გაიხსნა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.