საგზაო უსაფრთხოების კვირეულის დახურვა და ბოლო მსვლელობა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ინიციატივით, გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიის ფარგლებში 13 მაისს მუხრანში მსვლელობა მოეწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას მიეძღვნა. მსვლელობა გაიმართა მუხრანის პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიიდან ცენტრისკენ.
წელს კვირეული ფეხითმოსიარულეთა უფლებების დასაცავად იმართება. კამპანიის მიზანია "უსაფრთხო გზები ყველასთვის". მუხრანში მსვლელობა მუხრანის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ბურის" მხარდაჭერით განხორციელდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა. მონაწილეებს ეცვათ სპეციალური მაისურები, მათ ასევე დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები - საგზაო უსაფრთხოების აქსესუარები.
გაეროს მეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, მსვლელობები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში  იმართება. გლობალურ კამპანიას საქართველოც შეუერთდა. შეგახსენებთ, მსვლელობები გაიმართა თელავში, ბათუმში, ლაგოდეხში, ნინოწმინდასა და თბილისში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.