საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებელი ტრეინინგი წალკაში

პროექტის „საზგაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების ფარგლებში“, საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა ასამაღლებელი ტრეინინგი წალკის რაიონის სოფელ ავრანლოში ჩატარდა. პროექტი ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ კომპანია BP-ის მხარდაჭერით. სკოლაში განხორციელდა ორი სესია დაბალი და მაღალი კლასებისთვის. სესიები საგზაო უსაფრთხოებაზე მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს. სესიების ბოლოს მოსწვალეებს დაურგდათ წიგნები საგზაო უსაფრთხოებაზე, რეფლექტორები, ამრეკლი სამკლაურები, სტიკერები, DVD დისკებით ფილმი „ლუკას და ნუცას საზგაო წესები“, პოსტერები, ბროშურები.
პროგრამის ფარგლებში ფონდს დაგეგმილი აქვს სესიები ასევე სხვა სკოლებში რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.