საგზაო უსაფრთხოება იმედის პირდაპირ ეთერში

10 თებერვალს, პროექტის "მეგობრული გზები" პრეზენტაცია ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გაიმართა. ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა ირაკლი იზორიამ გადაცემაში "დღის შოუ"  ინოვაციური პროექტის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე ისაუბრა. მან ასევე მიმოიხილა საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები და საკანონმდებლო ცვლილებები.
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "მეგობრული გზები" ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაციის "ელვა" ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.