საგზაო უსაფრთხოება „აღმოაჩინე საქართველოში“

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, გადაცემაღმოაჩინე საქართველოს“ მთავარი თემა საგზაო უსაფრთხოება და უსაფრთხო მოძრაობა საქართვლოში გახლდათ. გადაცემის სტუმარი ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი ბატონი გელა კვაშილავა იყო.

გადაცემის მსვლელობისას ბატონმა გელამ ისაუბრა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და მათი შედეგების შესახებ, მაყურებელს წარუდგინა საგზაო უსაფრთხოების შესახებ შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო მასალების ნიმუშები. გადაცემის მსვლელობისას ასევე მოეწყო გათამაშება მაყურებლისთვის, რომელთაც უნდა გამოეცნოთ რეფლექტორის მნიშვნელობა; გამარჯვებულ მაყურებელს გადაეცა პრიზი.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
 http://www.myvideo.ge/v/2777338

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.