საგზაო უსაფრთხეობის მართვის კურსის გაცნობა GIPA-ს უნივერსიტეტში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საზგაო უსაფრთხოების მართვის სალექციო და სასემინარო კურსის პრეზენტაცია გაიმართა. მომავალი სასწავლო წლიდან აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ საგზაო უსაფრთხოების მართვის საფუძვლები.

კურსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ამავდროულად არიან თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, აგრეთვე, სხვადასხვა სამინისტროს საჯარო მოხელეები. კურსის წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა მის მნიშვნელობაზე საქართველოში საზგაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, გაცნობილ იქნა ის თემები, რაც კურსის დროს იქნება განხილული. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა მცირე დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საგზაო უსაფრთხოების მართვის კურსი მზადდება პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების პროექტი თბილისსა და რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ ხორციელდება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.